logo_geo
გელა ზედელაშვილი: მიხამ მეგრელებს ანკესი გადმოუგდო!
- +

10 სექტემბერი. 2017. 17:34


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

 

„მიხა სააკაშვილი რომ სულით ავანტიურისტი და ბინძურია, ერთი დეტალიდანაც კარგად გამოჩნდა. 7 სექტემბერს, როცა „რუსთავი 2"-ის ასევე დაბინძურებულ ეთერში ნაგავს ახვავებდა, ყველაფერთან ერთად ერთი „სიბრძნეც" ჩააქსოვა:

 

„ზუგდიდში უნდა გაიმარჯვოს ადამიანმა, რომელსაც სამეგრელო ეზიზღება თუ, ვისაც უნდოდა სამეგრელოს აყვავება?! მე ვიცი, რომ ივანიშვილს ეზიზღება სამეგრელო და მეგრელები. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ვარშალომიძის ადამიანი უნდა გავიდეს ბათუმში თუ ვიღაცა ქოცი, რომელსაც ბათუმი ეზიზღება და წარმოადგენს ივანიშვილს, რომელსაც ეზიზღება დასანახავად"?!

 

იცით, რას ნიშნავს ეს განცხადება ადამიანურ ენაზე? ამ ავაზაკს უნდა, რომ სამეგრელოს მოსახლეობა „ააბუნტოს". აი, თქვენ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარხართო, ვინც ზუგდიდში გამოაგზავნა მერობის კანდიდატად, მაგასაც ეზიზღებითო, ვერ გიტანთო, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობითო.

 

სულო ცოდვილო, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი გამახსენდა, „პუტჩისტებმა" და შევარდნაძის მსტოვრებმა რომ გაუვრცელეს ჭორი, ზვიადს კახელები არ უყვარხართ, ეზიზღებით, შაჰ-აბასის ნაბიჭვრებს გეძახითო. სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა დაიჯერა და პრეზიდენტს გინება დაუწყეს. იმავეს იმეორებს, ეს თაღლითი, ისევ ის დრო ჰგონია, ქართველი ხალხი რაღაც სისულელეებს რომ იჯერებდა, საიდანღაც გადმოგდებულ ანკესზე რომ ეგებოდა. სულ ვიძახი, სააკაშვილი პოლიტიკური „ბომჟი" და ასევე პოლიტიკური ბოზია-მეთქი, უკვე იქამდე დაეცა, უკვე ისე გაუჭირდა, რა მეთოდებიც „მოქალაქეთა კავშირში" შეასწავლეს, ისევ იმას იყენებს.

 

საოცარია პირდაპირ, ბიძინა ივანიშვილს მეგრელები ეზიზღებითო. ვინც სამეგრელოში გამოგიგზავნათ, მაგათაც ეზიზღებითო. კაი, დავუშვათ, ივანიშვილს იცნობ და მართლაც იცი, რომ მეგრელები არ ეპიტნავება, ამ მერობის კანდიდატების აზრები და გულში რა აქვთ, ეგ საიდანღა იცი? არააა... ამან არაფერიც არ იცის, „პროსტა", ატრაკებს და უხარია... ჰგონია, ასე მთელ სამეგრელოს ააჯანყებს, მაგრამ როგორც ვხედავ, ერთმა ადამიანმაც კი არ დაიჯერა. ასე რომ, ოპერაცია „ბიძინა მინუს სამეგრელო", ჩავარდა!" - წერს ზედელაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი