logo_geo
სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო
- +

4 ოქტომბერი. 2017. 11:51


სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო. ერთ-ერთი სკოლა, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში ვაშლები შეიტანეს, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა თამარ კაპანაძემ განუცხადა, სკოლაში ვაშლები 2 ათასზე მეტ მოსწავლეს დაურიგდება.


მისივე თქმით, ვაშლები იყო სათითაოდ შეფუთული, განთავსდა კალათებში, რომლებიც კლასებთან დგას და მოსწავლეებს მეორე გაკვეთილის შემდეგ შეუძლიათ ვაშლი მიირთვან.


„კალათები უკვე კლასებთან დგას. მოსწავლეები და მასწავლებლები ინფორმირებული არიან კამპანიის შესახებ. მეორე გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ ვაშლი თავიანთი სურვილით აიღონ და მიირთვან. ვფიქრობთ, ეს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. სკოლაში 2 165 მოსწავლეა და ჩვენ მივიღეთ 2 200 ვაშლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ბავშვს შეუძლია ერთზე მეტი ვაშლი მიირთვას", - განაცხადა კაპანაძემ.


სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ ვაშლების დარიგების პროცესი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი