logo_geo
2017 წლის განმავლობაში „RMG“-ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსებაზე ჯამში 500 000 ლარი დაიხარჯება
- +

4 ოქტომბერი. 2017. 15:05


ბოლო ერთი წლის განმავლობაში „RMG ჯგუფმა" მასზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების ფარგლებში 250 000 ლარის ღირებულების გარემოსდაცვითი ღონისძიებები განახორციელა.


კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროსთვის შეძენილ იქნა სპეციალური ხელსაწყო-დანადგარები, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს შეუწყობს გარემოზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებას.


2017 წლის ბოლომდე, კომპანია დამატებით გეგმავს 250 000 ლარის ოდენობის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულების აღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის განმავლობაში „RMG"-ის მიერ ნებაყოფლობითი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება ჯამში ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს.


„2016 წლიდან გარემოს დაცვა კომპანია „RMG"-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიების და პროექტის დაფინანსება და განხორციელება", - განაცხადა კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.


 

big_banner
არქივი