logo_geo
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

4 ოქტომბერი. 2017. 18:31


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.


 

big_banner
არქივი