logo_geo
კახა კალაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 17:13



„სხვადასხვა მრწამსის ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც", - ამის შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.

 

„შევხვდით სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს  და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ. 








 

big_banner
არქივი