logo_geo
Calvin Klein ქართულ ბაზარზე შემოდის!
- +

25 ოქტომბერი. 2017. 02:23


საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Calvin Klein-ი შემოდის. კომერსანტისთვის  ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია  „გალერია თბილისში" შემოდგომაზე გაიხსნება. საწყის ეტაპზე Calvin Klein Jeans label-ით იქნება წარმოდგენილი.


Calvin Klein-ი დაფუძნებულია 1968 წელს ნიუ-იორკში (აშშ), მისი წლიური ბრუნვა 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს მასშტაბით ფლობს 2,800-მდე მაღაზიას.


რა ფართობზე განთავსდება მაღაზია, რა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი და რა საფასო პოლიტიკა ექნება საქართველოს ბაზარზე, ამასთან დაკავშირებით Calvin Klein-ის ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობაში და „გალერია თბილისში" ამ ეტაპზე არ საუბრობენ. თუმცა როგორც „კომერსანტს" განუცხადეს, პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომხმარებელი უახლოეს მომავალში მიიღებს.


რაც შეეხება „გალერია თბილისს", ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია. „გალერია თბილისის" ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. გალერეა თბილისი ვიზიტორებს შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მათ შორის, H&M.



„გალერია თბილისის" მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს კი ოფიციალურად გაიხსნება.



წყარო http://commersant.ge



 

big_banner
არქივი