logo_geo
ნატო დუმბაძე: შემოდგომაზე ჩატარდა არჩევნები, მაგრამ კახისგან ველოდები გაზაფხულს...
- +

25 ოქტომბერი. 2017. 14:50



პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გადაცემაში „რეაქცია" კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.


„მინდა მივულოცო კახის გამარჯვება, მე მას მივეცი ხმა. მინდა ჩემი სიმპათია გამოვხატო. ნამდვილად შემოდგომაზე ჩატარდა არჩევნები, მაგრამ კახისგან ველოდები გაზაფხულს, იმიტომ, რომ ის არის ესთეტი. ჩემი დაკვეთა იქნება შემდეგი, პირველ რიგში ქალაქი განთავისუფლდეს საცობებისგან, მეორე ახლადაშენებული სახლები დროულად იქნას შესული ექსპლუატაციაში, რადგან ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა ქალაქში. აუცილებელია ტექდათვალიერება, რადგან შეუძლებელია ისეთი გაუმართავი მანქანებით სიარული ქალაქში, როგორიც დადის. მესმის არის გაჭირვება დედაქალაქში, რეგიონებიდანაც ჩამოდიან, ტაქსის მომსახურება, ეს არის ძალიან მარტივი ფულის საშოვნელი გზა, მაგრამ იქნებ, როგორც ევროპაში და როგორც ბევრ სხვა ქვეყნებშია მათი მაგალითი გადმოვიღოთ... ის ყვითელი ავტობუსები, რომელსაც საშინელ გამონაბოლქვი აქვს და საშინელი დაავადებები ჩნდება უკვე ქალაქში, მინდა რომ ეს პრობლემა როგორმე მოგვარდეს. ეს ჩემი მოკრძალებული თხოვნაა", - განაცხადა ნატო დუმბაძემ.


 

big_banner
არქივი