logo_geo
„ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს“
- +

26 ოქტომბერი. 2017. 13:17



ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა „რადიო პალიტრის" გადაცემა „საქმეში" განაცხადა, რომ ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს.

 

„ბუნებრივ აირს დაახლოებით 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით წავიდა, რა ფორმითაც მიდის, ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირდება, რაც ბუნებრივი აირის კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული. საუბარია დაახლოებით 400-500 ათას დოლარზე, რაც ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტებთან არის დაკავშირებული. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების 50% ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილების ნახევარი გაჩერდა, ზოგადად ავტოგაზის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.


 

big_banner
არქივი