logo_geo
გელა ზედელაშვილი: ეს ტიპი ჯერ გაძღა ბადრის სუფრაზე, შემდეგ კი ლანძღა უკანასკნელი სიტყვებით!
- +

12 დეკემბერი. 2016. 22:41



2008 წლის 5 იანვარია. ფორმალურად დანიშნული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დღე. ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში ვარ მივლინებული. ბადრი საქართველოში არაა. მიმსვლელ-მომსვლელი ბევრია - ზოგი გულშემატკივარი, ზოგი მოღალატე, ზოგი აგენტი.


დაახლოებით დილის 11 საათისთვის მოდის თენგიზ გოგოტიშვილი. დარბაზის ერთ მხარეს საკმაოდ ნოყიერი სუფრაა გაშლილი, მგონი ხაშლამაც კი მოუტანიათ. თენგიზი ისე იქცევა, როგორც საკუთარ სახლში - მიუჯდა სუფრას და იღმურძლება მიშასებურად, მოხეულ პირში იტენის ძეხვეულობას, აყოლებს მინერალურ სასმელებს, "კოკა-კოლას", მერე ისევ იტენის თხლად დაჭრილ ხორცის ნაჭრებს, ერთი გემრიელად აბოყინებს და 12 საათისთვის გადის ეზოში.


რა ხდება გარეთ? პირდაპირი ჩართვა აქვს „რუსთავი 2"-ის ეთერში... დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ლანძღავს ბადრი პატარკაციშვილს!


გული მერევა... ტიპი ჯერ გაძღა ბადრის ფულით გაშლილ სუფრაზე, შემდეგ დაასამარა თავისი უნიჭო სარკაზმით, ლანძღა უკანასკნელი სიტყვებით, ახლა კი ეღადავება სვანებს!


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი