logo_geo
ჯაბა სამუშია: იგეგმბა მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შემოყვანა
- +

13 დეკემბერი. 2016. 15:46


 


თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი მთელი რიგი მიმართულებებითაა გაზრდილი. მისივე თქმით, იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შემოყვანა.


„ეს არის ავარიული შენობა-ნაგებობების მიმართულება, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, ეს არის კულტურა, სოციალური პოლიტიკის დაფინანსება, ასე რომ, ამ კუთხით ცვლილებები ბიუჯეტში არის. რაც შეეხება კონკრეტულად ხარჯვის ნაწილს - მინდა კოლეგებს შევახსენო, რომ მთელი რიგი მიმართულებებით ხარჯები იზრდება. მათ შორის იზრდება სკოლამდელი განათლების მუხლი. პარკირებასთან დაკავშირებით დაწყებულია მოლაპარაკება რამდენიმე კერძო კომპანიასთან და ეს ბიუჯეტში ვერ აისახება, მაგრამ ის, რომ პარკირების საკითხი მოსაგვარებელია და რომ მრავავალსართულიანი პარკირებისთვის ნაგებობები არის ასაგები, ამასთან დაკავშირებთ ერთსულოვნებაა და კერძო ინვესტორებთან დაწყებულია მოლაპარაკბები. შენობა ნაგებობების კუთხით ბიუჯეტს წინა ვარიანტთან შედარებით ორი მილიონი ლარი დაემატა. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, რეალობაა, რომ „ბოგდანის" ავტობუსებს ვცვლით „მანის" ავტობუსებით, რაც დასრულდება 2017 წელს. ასევე იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შემოყვანა. ადმინისტრაციული ხარჯები კი 2016 წელთან შედარებით ჯამში 22 მილიონით მცირდება", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


 

big_banner
არქივი