logo_geo
„დედებს, რომელთაც აბორტის „დანაშაული აწუხებთ… გაუჩნდათ სურვილი, სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი“
- +

13 დეკემბერი. 2016. 16:10



საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე patriarchate.ge განთავსდა ინფორმაცია 9 დეკემბერს საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის შესახებ. როგორც საპატრიარქო იტყობინება, კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო რეზიდენციაში აბორტით მოწყვეტილი ბავშვების დედები მიიღო. როგორც საპარტიარქო იუწყება, დედებს, რომელთაც აბორტის „დანაშაული აწუხებთ... გაუჩნდათ სურვილი, სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი.



„ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან), გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე", -  ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო: patriarchate.ge

 

big_banner
არქივი