logo_geo
„ყველამ უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა“
- +

13 დეკემბერი. 2016. 21:50


 


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა გაიღოს შესაწირავი, რათა აღდგეს უჯარმა - ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა. ამის შესახებ პატრიარქმა მცხეთაში, სვეტიცხოველში ბრძანა, სადაც ოთხი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.


მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ანდრია პირველწოდებულის, ვახტანგ გორგასლის, პირველი კათოლიკოს-პატრიარქის პეტრესა და მეორე პატრიარქის სამუელის ხსენების დღეს აღნიშნავს.


საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და წმინდანების ღვაწლზე ისაუბრა.


„ვახტანგ გორგასალი უდიდესი მეფეა საქართველოსი. მას სამყოფელი რეზიდენცია უჯარმაში ჰქონდა. დღეს უჯარმა მიტოვებულია, სამწუხაროდ და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მოვიღოთ წყალობა, შესაწირავი და ყველამ უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა", - ბრძანა პატრიარქმა.


 

big_banner
არქივი