logo_geo
საქართველოში მალე ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება
- +

17 ნოემბერი. 2017. 21:56



თბილისი (BPI) - მალე საქართველოში კომპანია „ფრეგობასი" გერმანულ-ჩინური პარტნიორობით ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებას გეგმავს. „ფრეგობასი" გერმანულ კომპანია EURABUS-თან და უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან  მემორანდუმს 23 ნოემბერს გააფორმებს, - იტყობინება „TV პირველი" „ფრეგობასზე" დაყრდნობით.


მემორანდუმი ერთიანი კონსორციუმის ჩამოყალიბებას და მის ფარგლებში საწარმოს დაფუძნებას ითვალისწინებს. ელექტროავტობუსების წარმოების უპირატესობად ის სახელდება, რომ ავტობუსი სრულად ელექტროძრავზე მუშაობს და შესაბამისად, 100%-ით ეკოეფექტურია.


„ფრეგობასის" დირექტორი მურმან პატარაია ამბობს, რომ „ფრეგობასის" წარმომადგენლებმა ჩინეთში გერმანულ-ჩინურ კომპანიასთან დეტალები უკვე განიხილეს და ადგილზე გაეცნენ ელექტროავტობუსების წარმოების პროცესს.


„მოლაპარაკებების შედეგად, „ფრეგობასის" ZTE Corporation და EURABUS საქართველოში ერთობლივი კონსორციუმი შექმნა და მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. საქართველო თუ დაინტერესებული იქნება ქვეყანაში ელექტროავტობუსის წარმოების დაიწყება. საუბარია, როგორც საქალაქო მუნიციპალური ავტობუსების წარმოებაზე ასევე საქალაქთაშორისო ავტობუსების წარმოებაზე. ეს იქნება ერთ-ერთი კაგრი შესაძლებლობა რომ ეკოლოგიური კატასტროფისგან დავიცვათ ქალაქი", - ამბობს პატარაია.


მემორანდუმის გაფორმების ფარგლებში საქართველოს გერმანიიდან და ჩინეთიდან შესაბამისი დელეგაციები 20-24 ნოემბერს ეწვევა. მათ გარდა, ქვეყანას ეწვევა ინვესტორი კომპანია „ტევო ჯგუფის" წარმომადგენლებიც. მათთან ერთად „ფრეგობასი" სხვა პროექტებსაც განიხილავს.


პატარაიას თქმით, წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის დაახლოებით წელიწადნახევარი იქნება საჭირო, ამის შემდეგ კი პროექტის განხორციელება დაიწყება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში „ფრეგობასი" რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს.


 

წყარო http://bpi.ge

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი