logo_geo
„თბილისში დადის ცოცხალი გიორგი საჯაია და ვიღაც ამბობს - „ისეთი პოეტები აღარ იბადებიან“... სასაცილოა!“
- +

14 დეკემბერი. 2016. 22:54


 

„დღეს ხშირად მესმის, რომ „არ იბადებიან  ისეთი პოეტები"...  ამ დროს, თბილისში დადის ცოცხალი გიორგი საჯაია, მეტი რა ვთქვა..."- ამბობს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე „ქართულ აზრთან" სუბრისას.

 

„ამ ადამიანის თაობაზე კი, არ იცის საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტმა. ამაზე მეტი ვინ უნდა დაიბადოს, კაცი არის გენიოსი. კაცი წერს - არ  ვიტყვი, რომ გალაკტიონის, მაგრამ სხვა ყველა აღიარებული გენიოსის დონეზე.


ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -

ხუთი საათია, ღამის, არასრული.

გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,

არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.


გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,

სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს

და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,

პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,


გვიყურებს ანთებულ თვალებით კორუნდის

და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა

და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,

არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...


და მერე წამია წუთისოფელიც კი.

და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!

დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი

და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,


რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -

ხუთი საათია, ღამის, არასრული.

გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,

არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.



ამ ლექსის ავტორია ეს ადამიანი და ეს ცოცხალი ადამიანი რომ დადის საქართველოში, თბილისში და ვიღაც ამბობს, რომ „ისეთი პოეტები აღარ იბადებიან"... უკვე სასაცილოა. ვაჟა, შოთა, გურამიშვილი და გალაკტიონი რომ გასწიო - გიორგი საჯაია გვყავს შემდეგ რიგებში.

 

 

სხვათა შორის, გავაგრძელებ - გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე, ზაზა ბიბილაშვილი... ყველაზე ცოტა, 10 უმაგრესი პოეტი გვყავს დღეს, მაგრამ  სამწუხაროდ, არ არიან ესენი ის ადამიანები, რომლებსაც „საბაზე" დააჯილდოებენ. „საბაზე" რაც ხდება, ეს არის სრული ტუტუციზმი, იქ რაც ფინანსდება, ეს არ გახლავთ ხელოვნება - პირდაპირ ვიტყვი!"- ამბობს სვანიძე.

 


 

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1542

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი