logo_geo
ზაზა გაბუნია: მეტ სიყვარულს და აღმშენებლობას ვუსურვებ ქვეყანას
- +

1 იანვარი. 2018. 10:15



„ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ,  კარგად გაგვეგოს და გვეგრძნოს, რამხელა ძალა და ფასი აქვს ერთმანეთის დაფასებას", - ამ თემაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია ესაუბრა და ქვეყანას აღმშენებლობა უსურვა.


„არ მინდა ტრივიალურ ნათქვამად გამოვიდეს, მაგრამ იქ, სადაც აშენებულა დიდი და ძლიერი სახელმწიფო, ყოველთვის უმთავრესი იყო, რამდენად აფასებდნენ ადამიანები ერთმანეთის ძალასა და ენერგიას. ამ ეროვნული ენერგიის გაერთიანებას ვუსურვებ საქართველოს, რომელსაც სასწაულების შექმნა შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები და ეს უფრო უნდა ზრდიდეს ჩვენი სახელმწიფოს ფიზიკურ სხეულს, მაგრამ განსხვავებულობა უნდა მთავრდებოდეს იქ, სადაც ვერთიანდებით და ის, რაც გვაერთიანებს, არის ჩვენი სახელმწიფო - საქართველო.

 

ურთიერთსიყვარული და ურთიერთსითბო, არა მხოლოდ დღესასწაულებზე მილოცვებით, არამედ - ყოველდღიურობაში უნდა გამოიხატებოდეს. სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტად სიძულვილი ჩანს, ვიდრე სიყვარული, ამიტომ მეტ სიყვარულს და აღმშენებლობას ვუსურვებ ქვეყანას.

 

ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წელს და  ყველაფერი ვერ გაკეთდება ჩვენი ხალხის გარეშე. განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა, ეს ქვეყანა არის ყველასი და ყველას აქვს ვალდებულება, აშენოს სახელმწიფო, რადგან მოქალაქეს ამის ძალა აქვს. ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.








 

big_banner
არქივი