logo_geo
პეტრე მამრაძე: ჯერ კიდევ დიდი ბებია-ბაბუისგან ანდერძივით აქვს ჩემს ოჯახს, რომ...
- +

1 იანვარი. 2018. 11:15



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, მისი ოჯახისთვის ნაძვის ხის დადგმა და ახალ წელს მთელი ოჯახის ერთად შეხვედრა აუცილებელი ტრადიციებია.


„ჩემი უპირველესი საახალწლო ტრადიცია ისაა, რომ ჯერ კიდევ დიდი ბებია-ბაბუისგან ანდერძივით აქვს ჩემს ოჯახს, უსათუოდ იყოს ოჯახში ნაძვის ხე. კომუნისტურ წლებში, როდესაც იკრძალებოდა ეს ყველაფერი, მამაჩემი და მამიდაჩემი მიდიოდნენ ავჭალაში და ხვდებოდნენ მატარებელს. წვალებით, მაგრამ მაინც, ნაძვის ხე ყოველთვის გვქონდა, როცა პატარები ვიყავით. ამ ყველაფერს ვიცავთ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წლისაა ჩემი ქალიშვილი ელისაბედი. ის საშობაოდ გერმანიიდან ჩამოვა და უსათუოდ გვექნება ნაძვის ხე.

 

როგორც ყველა, ჩვენც ვცდილობთ, ოჯახმა ერთად მოიყაროს თავი და ასე შევხვდეთ ახალ წელს - შეძლებისდაგვარად, ყველა. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი მივლინებით იყოს წასული საზღვარგარეთ, თუმცა, მაინც ვცდილობთ, რომ ერთად ვიყოთ.

 

მეკვლე, როგორც წესი, ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც გადის და ისევ შემოდის ახალი წლის დადგომისას. ჩვენს პირობებში რთულია, რომ გარედან იყოს მეკვლე შემოსული", - ამბობს პეტრე მამრაძე.









 

big_banner
არქივი