logo_geo
„პიწკინა ბუხარი, თონის პური, კარგი წითელი ღვინო და კარგი სიმღერა“ - როგორ ხვდება ბექა ოდიშარია ახალ წელს
- +

1 იანვარი. 2018. 12:15

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ოდიშარიამ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოველ ახალ წელს მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ხვდება.

 

„განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ის მაქვს, რომ ბოლო ხანებში ახალ წელს ბაკურიანში, ჩვენს სახლში, მეგობრებთან ერთად, ჩვენ შვილებთან და მათ მეგობრებთან ერთად ვხვდებით. ყველანი ვართ ერთად მთაზე 1-ელ იანვარს, ხანდახან ღამის თევასაც ვაწყობთ ჩირაღდნებით. ყველაფერი ტრადიციულია: პიწკინა ბუხარი, თონის პური, კარგი წითელი ღვინო და კარგი სიმღერა. ამავეს ვუსურვებ მთელ საქართველოსაც", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.








 

big_banner
არქივი