logo_geo
ნინო გოგუაძე: ხალხს ვუსურვებ, რა იმედებითაც აირჩიეს ხელისუფლება, გამართლებოდეთ...
- +

2 იანვარი. 2018. 11:15

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ „რეპორტიორთან" საახალწლო ტრადიციაზე ისაუბრა და ხელისუფლებას ყველა დასახული გეგმის განხორციელება უსურვა.


„ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. ამაზე უფრო განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს.

 

პირველ რიგში, ხალხს ვუსურვებ, რა იმედებითაც და ნდობითაც აირჩიეს ხელისუფლება, ეს იმედები გამართლებოდეთ... მთავრობასა და ხელისუფლებას ვუსურვებ, რომ შეძლონ იმ ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმებისა და რეფორმების გატარება, რაც დაწყებულია, ხორციელდება და რაშიც მთელი ძალისხმევა ჩადებული. ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ სტაბილურობას, იმისათვის, რათა ეს ყველაფერი განხორციელდეს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.  










 

big_banner
არქივი