logo_geo
მთაწმინდაზე „ეშმაკის ბორბალი“ მოხსნეს
- +

21 მარტი. 2018. 19:41


 

„მთაწმინდის პარკში „ეშმაკის ბორბალი" გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო მოხსნეს. გიგანტური ბორბლის დემონტაჟი ჯერ კიდევ 1 ნოემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო", - ამის შესახებ Allnews.ge-ს მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს.


ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში მწარმოებელი ჩინური კომპანიის Shenyang Songling Amusement Equipment Manufactory-ს გენერალური მენეჯერი ბატონი ნიან ქინგ ფენგი და მთავარი ინჟინერი ჩამოვიდნენ და კომპანია KANO LLC-სთან, რომელიც ატრაქციონზე ადგუილობრივ სამუშაოებს ატარებს კონსულტრაციები შედგა.


როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ატრაქციონი ფუნქციონირებას 1 მაისიდან განაახლებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი