logo_geo
ნატალია შიოლაშვილი: პატრიარქობის პირველივე დღიდან დღემდე უამრავ ტკივილს გაყენებენ...
- +

26 დეკემბერი. 2016. 02:54



უწმინდესის ძმისშვილი ნატალია შიოლაშვილი პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეს იხსენებს:

 

„ჩვენო პატრიარქო, გილოცავთ აღსაყდრების დღეს!

 

გუშინდელი დღესავით მახსოვს თქვენი პატრიარქად კურთხევა, მაშინ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. - სვეტიცხოვლის ეზო სავსე იყო ხალხით. ყველას აინტერესებდა თუ ვინ იქნებოდა მომავალი პატრიარქი. ჩვენ მალულად ვიდექით ტაძარში, რადგან გვეშინოდა სკოლის მკაცრი დირექტორის, მაგრამ ამაყნი და გახარებუნლნი ვიყავით, რადგან ჩვენი ირაკლი ბიძია პატრიარქი ხდებოდა. ის ხომ ოთხი ობლად დარჩენილი ძმისშვილის გამზრდელი იყო. მართალია პატრიარქობის პირველივე დღიდან დღემდე უამრავ ტკივილს გაყენებენ, მაგრამ ამ ყველაფერს მთის შვილი მედგრად იტანდი და იტან. ღმერთი ხომ ყოველთვის თქვენთანაა და იქნება მრავალჟამიერ! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებ ქართველი ერის სასიკეთოდ, ჩვენო მზრუნველო მამა! ამინ!"


 

big_banner
არქივი