logo_geo
გია გაჩეჩილაძე: ქართულ ტელევიზიას სჭირდება სისხლის გადასხმა...
- +

27 დეკემბერი. 2016. 23:06


 

 

„ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა, სისხლის გადასხმა სჭირდება, ახალი მედია-ჰოლდინგი იქმნება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ განუცხადა.


გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - „იმედი", „GDS" და „მაესტრო" შევა.


მისივე ინფორმაციით, ჰოლდინგის შემადგენლობაში რადიოები და გაზეთები გაერთიანდებიან.

 

„მე არ ვაპირებ „მაესტროს" გაყიდვას არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ დიდი მედია-ჰოლდინგი კეთდება, რომელსაც ექნება ერთი ბიუჯეტი. აქ არ გაერთიანდებიან მხოლოდ ტელევიზიები, რადიოებიც იქნება გაერთიანებული, გაზეთები და ა.შ. რადიოებსა და გაზეთებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეიძლება ჰოლდინგში რადიო „იმედი" და რადიო „უცნობი" შევიდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით მოლპარაკებები მიდის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმით, ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება, თუმცა ჯერ კანდიდატურაზე საუბარი არ არის.


„ჰოლდინგს ერთი გენერალური დირექტორი ეყოლება. დაფინანსება თუ ერთი მხრიდან მოდის, ვინც აფინანსებს, ის უნდა მართავდეს, ხომ მართალი ვარ?", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.


კითხვაზე, ვინ არის დაფინანსების წყარო, გაჩეჩილაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხზე საუბრობდა და "როგორც საჭიროა ისე იქნება".


„ჩემი აზრით, ქართულ ტელევიზიას სჭირდება სისხლის გადასხმა, ახალი პროექტები, ახალი გადაცემები უნდა წამოვიდეს, თორემ ტელევიზიებში სიტუაცია დამყაყდა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი