logo_geo
15 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო საქართველოში
- +

28 დეკემბერი. 2016. 15:51



„საქართველო ევროპასა და აზიას შორის მოქცეული ქვეყანაა, სადაც უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვაა შესაძლებელი. საქართველო გამოირჩევა მყინვარწვერით, საიდუმლო გამოქვებულებით, საუკეთესო ღვინითა და სხვა. საქართველოში მოგზაურობა, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია", - ასე იწყება, Fodor's Travel-ზე" სტატია, რომელშიც ჩამოთვლილია 15 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო საქართველოში.


თვალწარმტაცი მთები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სამხრეთ კაროლინაზე პატარა ქვეყანაა, ევროპის 10 ყველაზე მაღალი მწვერვალიდან, 4 მათგანს საქართველოში შეხვდებით. ამასთანავე, ჩვეულებრივ, ნათელ დღესაც კი, მთის მწვერვალებზე თოვლის შემჩნევა ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.


საკვები

საუკუნეების განმავლობაში საქართველო ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. „აბრეშუმის გზის" ფუნქციას, ამიტომაც ქვეყნის კულინარიული შესაძლებლობები განვითარდა.


ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათად ხინკალი მიიჩნევა, თუმცა, ქართული სამზარეულოსთვის, ასევე დამახასიათებელია სულგუნი, ტყემალი, ქლიავის კომპოტი და სხვა.


ხალხური მუსიკა

ჰარმონიული მუსიკის მოსასმენად, აუცილებელი არ არის საკონცერტო დარბაზებში სიარული, რადგან ქართული ხალხური სიმღერის მოსმენა ყველგან შესაძლებელია. ქართული ხალხური სიმღერები ყოველთვის ცოცხლად სრულდება, დამოკიდებულია განწყობაზე, თუმცა ტექსტი, უმეტეს შემთხვევაში, მოგვითხრობს ისტორიას წინაქრისტიანული დროიდან დღემდე.


ზღვისპირა ქალაქები

შეიძლება ზოგისთვის, საქართველო მხოლოდ მთის მწვერვალებითაა ცნობილი, თუმცა აღნიშვნის გარეშე არ უნდა დარჩეს შავი ზღვის სანაპირო, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მაშინ, როდესაც გარეთ თბილა.


ბათუმი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონაა, რომელიც საქართველოსთვის პატარა ლას-ვეგასია, ნეონის განათებებით, კაზინოებითა და ღამის კლუბებით.


ჩრდილოეთით კი, აღნიშვნის ღირსი გრიგოლეთია, რომლის ქვიშაც სამკურნალოა ძველბისა და სახსრებისათვის.


პრეისტორული გამოქვაბულები

საქართველოში სამი უძველესი გამოქვაბულია: უფლისციხე, ვარძია და დავითგარეჯი. ამათგან, უძველესი უფლისციხე თბილისთან ყველაზე ახლოს  მდებარეობს.


დავითგარეჯის სამონასტრო კომლექსში თვალს მოგჭრით ფერადი ფრესკები და უდაბნოს ხედი.


ვარძია კი, XII-XIII საუკუნეების ძეგლია.


ქართული ცეკვა

თუ ქართველი მოცეკვავის ფეხს ცეკვის დროს დააკვირდებით, აუცილებლად შეეამჩნევთ სამუხლეებს, რომელიც მოსახერხებელია, მაშინ, როდესაც მამაკაცი ჰაერში ნახტომს ასრულებს. ულამაზესი ცეკვაა, ქართული, რომელიც რომანტიკული ხასიათისაა.


მსოფლიო დონის მუზეუმები

1991 წელს, არქეოლოგთა ჯგუფმა საქართველოს სამხრეთით, დმანისში უძველესი ადამიანი აღმოაჩინა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 1.8 მილიონი წლის გოგონა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც თბილისში მდებარეობს. აქვე შეხვდებით პრეისტორიულ სამკაულებს. საქართველოში, კერძოდ კი გორში, მდებარეობს სტალინის მუზეუმიც.


სათხილამურო კურორტები

 

საქართველოში 6 სამთო-სათხილამურო კურორტია, მაგრამ აღსანიშნავია გუდაური, რომელიც გამოირჩევა სათხილამურო ბილიკით, რომელიც ყველაზე უშიშარი სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი.


ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი ევროპაში

სოფელი უშგული, მესტიიდან 30 მილში მდებარეობს, საკმაოდ ახლოს, თუმცა 3 საათია საჭირო უშგულამდე მისასვლელად, ხოლო გზა საკმაოდ საშიშია. სოფელში პირუტყვი თავისუფლად ჰყავთ გაშვებული. უშგულში თქვენ შეხვდებით ათასწლოვან კოშკებს, რომელიც თავდაპირველად შემოსევებისგან თავის ასარიდებლად აშენდა.


ღვინო

ბევრ ქვეყანაში საპასპორტო კონტროლის გავლა მოსაწყენია, თუმცა არა საქართველოში, რადგან საზღვრის აგენტები სტუმრებს საფერავს სთავაზობენ. ეს შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ქვეყნის სიამაყე სწორედ ნატურალური ღვინოა. არსებობს მტკიცებულებები, რომ საქართველოში ღვინო პირველად 8,000 წლის წინ დაწურეს.


თბილისი

საქართველოს დედაქალაქი ტერასული სახლების, მე-13 საუკუნის ღირსშესანიშნაობებისა და რესტორნების ქალაქია. ტურისტს აუცილებლად დასჭირდება რამდენიმე საათი, რათა გაიკვლიოს გზა ძველი თბილისის ქუჩებში.


მოდისა და ხელოვნების სცენა

თბილისი შეიძლება არ არის პირველი ქალაქი, რომელიც სამოსზე ფიქრის დროს თავში მოგდის, თუმცა საქართველოს დედაქალაქში ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება მოდის კვირეული, რომელიც კრიტიკოსთა დადებით შეფასებას იმსახურებს.


შუა საუკუნეების ეკლესია-მონატრები

ქართველი ერი მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანია, ეს მრავასაუკუნოვანი ისტორია კი მეტყველებს ქვეყანაში არსებულ ეკლესია-მონასტრების სიმრავლეზე. ერთ-ერთი ყველაზე ძველია გერგეთის სამება, ასევე სვეტიცხოველი, რომელიც თბილისიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. სვეტიცხოველი გამორჩეულია იმით, რომ ეკლესიაში ქრისტეს კვართია დასვენებული. ასევე, აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი, რომელიც მეექვსე საუკუნეშია აშენებული.


ეპიკური ლხინი

ქართული სამზარეულო მხოლოდ საჭმელი როდია, ის ასევე ცერემონიაა. „სუფრა" ქართული სიტყვაა, რომელიც ხშირად მოიცავს გულწრფელ სადღეგრძელოებს, უხვ საკვებსა და სიმღერებს. უმეტესად „სუფრა" სახლში იშლება, როდესაც ოჯახში რაიმეს აღნიშნავენ. ქართულ „სუფრას" თამადა აუცილებლად ჰყავს.


სტუმართმოყვარეობა

ქართველებისთვის „სტუმარი ღვთისაა", ამიტომაც არ გაგიკვირდეთ მათი პატივისცემა თქვენ მიმართ. ქართველები საკუთარ სტუმართმოყვარეობას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ამჟღავნებენ.




 

big_banner
არქივი