logo_geo
პატრიარქი გერმანიაში მკურნალობაზე უარს ამბობს - როგორია უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა
- +

29 დეკემბერი. 2016. 12:12


„საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია", - ამის შესახებ „კვირას" პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.


შარტავას თქმით, პატრიარქს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინდა, ამიტომ ექიმები მას მკურნალობის გაგრძელებას გერმანიაში ურჩევენ, თუმცა როგორც „კვირასთან" საუბრისას ცისანა შარტავამ აღნიშნა, ილია მეორე საზღვარგარეთ მკურნალობაზე უარს ამბობს და საკუთარ ჯანმრთელობას ქართველ ექიმებს ანდობს.


„პატრიარქის მდგომარეობა ბევრად უკეთესია.  მაღალი სიცხე არ აქვს, სუსტად არ არის, ძალიან ყოჩაღად არის და მეტიც, ამბობს, რომ მკურნალობას საერთოდა არ საჭიროებს, თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე - მას ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება დაუდგინდა. კენჭების მდებარეობა იცვლება ხოლმე და ამ მხრივ არსებობს აზრი, რომ შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, თუმცა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ვმკურნალობთ.

 

ექიმები ურჩევენ, რომ მკურნალობა გერმანიაში განაგრძოს, თუმცა უარზეა და ამბობს, რომ ქართველი ექიმებიც მშვენივრად უმკურნალებენ", - განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი