logo_geo
„მამლის წლისგან ველოდები“ - რა დამოკიდებულება აქვს განათლების მინისტრს მამალთან
- +

29 დეკემბერი. 2016. 15:00


 

„მამლის წლისგან ველოდები განათლების წელს", - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავან კითხვას, თუ რას ელოდება ახალი, 2017 წლისგან, რომელიც მამლის წელია.


ჯეჯელავას თქმით, მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.


„მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია მგონი, მამლის იმიჯი - ადრე ამდგარი, მხნე, სხვების გამამხნევებელი, განათლებაშიც გამოგვადგებოდა ეს ამბავი. მე დილის პიროვნება ვარ, 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება, ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

 

big_banner
არქივი