logo_geo
„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის“
- +

29 დეკემბერი. 2016. 20:46




ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეეკოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის.


„მე არ მაქვს უფლებამოსილება კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურების ქვეშ რჩება" , - განაცხადა სერგეენკომ.


პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით კი, ექიმები პატრიარქს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება.


 

big_banner
არქივი