მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი 31 დეკემბრიდან პირველიანვრამდე დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს.
„ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 31 დეკემბრის 07:00 საათიდან 2017 წლის 1 იანვრამდე „საზღვრის" გამარტივებულ მონაკვეთზე მოქალაქეთა გატარება შეწყდება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოძრაობა პირველი იანვრის დილიდანვე აღდგება.