logo_geo
გელა ზედელაშვილი: ზოგს მიშა უყვარს, ზოგსაც ჩიორა, ზოგისთვის მეგიც ბრიჯიტ ბარდოა!
- +

30 დეკემბერი. 2016. 02:47


 


(რეზო ამაშუკელის მოტივებზე)


ზოგს მიშა უყვარს,

ზოგსაც ჩიორა,

ზოგისთვის მეგიც

ბრიჯიტ ბარდოა...

არადა, მიშა

მაინც მარტოა!

ნუ მეკითხებით,

ასე რატოა:

თუ ბოკერიას

წამოუარეს,

ყოველი „ნაცი"

უკვე მარტოა!

გივია ისევ ფეხს

აბაკუნებს,

ბაქრაძე ისევ

მხოლოდ ღადოა,

დრო მაინც ყველას

კუთვნილს არგუნებს,

დარჩიაშვილიც

თურმე მარტოა!

ყრილობა მუდამ

თავის გზით მიდის,

თვალსაწიერიც

უფრო ფართოა,

მიშამ ჩახედოს

საკუთარ სინდისს,

- ადამიანი

მაინც მარტოა!



გელა ზედელაშვილი 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი