logo_geo
კახა კალაძე: არ დაკარგოთ თქვენი ბავშვური, ზღაპრული სურვილები!
- +

31 დეკემბერი. 2016. 00:57


 

„არ დაკარგოთ თქვენი ბავშვური, ზღაპრული სურვილები! გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით",- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

 

„როცა პატარა ბიჭი ვიყავი ზღაპრების და სასწაულების მჯეროდა. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, ვიფიქრე, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ცოტა კიდე რომ გავიზარდე, ჩემი ზღაპრის შექმნა მე თვითონ დავიწყე და ის, რაც მიუღწეველი და ჯადოსნური სასწაული მეგონა, როგორც ვოცნებობდი - ისე ამიხდა. არ დაკარგოთ თქვენი ბავშვური, ზღაპრული სურვილები! გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით. ახალი წლის ღამით კი, სიზმრებიდან გამოპარული თოვლის პაპა ნაძვის ხესთან დგას და ჩვენს ოცნებებს, სურვილებს ითვლის... გილოცავთ ახალ, ზღაპრულ წელს და გჯეროდეთ, სასწაულები ჩვენს გვერდით ხდება!"

 

შეგახსენბთ, რომ სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, ბავშვებს ახალი წლის მოახლოება მიულოცა და ტკბილეული და სათამაშოები გადასცა.




 

big_banner
არქივი