logo_geo
ბესიკ ხარანაული: თავისუფალი ლექსის წერა დისკომფორტს მიქმნიდა
- +

31 დეკემბერი. 2016. 12:10


 

 

თავისუფალი ლექსის წერა დისკომფორტს მიქმნიდა. ვინმესთვის რომ წამეკითხებინა, შეიძლება არც ჩაეთვალა პოეზიად. არ იყო მაშინ ეს გავრცელებული", - აღნიშნავს ბესიკ ხარანაული. როგორც თავად ამბობს, თავისუფალ ლექსებს კი წერდა, მაგრამ კლასიკურსაც პატივს სცემდა, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ თეთრი ლექსი ახალი მოვლენა იყო ქართულ პოეზიაში, პოეტში გაკვირვებას შემოქმედებისადმი მოწონება უფრო იწვევდა, ვიდრე პირიქით. 


მე საზოგადოებრივ ამბებში, სოციალურ წინააღმდეგობებში ჩართული არასოდეს ვყოფილვარ. სოციალური გარემო არ იყო ჩემთვის ფონი. უბრალოდ, ნელ-ნელა ჩემთვის ცხადი შეიქმნა, რომ რასაც ვწერდი, ის არ მომწონდა - ან უკვე ნათქვამი იყო, ან, უბრალოდ, არ მომწონდა. თავიდანვე ასე იყო. ჯერ კიდევ 1950-იანებში გამოვაქვეყნე ლექსები, რომლებიც ახლაც რომ დაწერო, ფორმით თანამედროვე იქნება, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა. არ ვიყავი ჩემს თავთან თანხმობაში. ასე წვალებ-წვალებით მოვდიოდი.

 

თავისუფალი ლექსის წერა დისკომფორტს მიქმნიდა. ვინმესთვის რომ წამეკითხებინა, შეიძლება არც ჩაეთვალა პოეზიად. არ იყო მაშინ ეს გავრცელებული. თავისუფალ ლექსებს ვწერდი, მაგრამ კლასიკურსაც პატივს ვცემდი. ეს ჩვენთვის დედა და მშობელია. თანაც, მე როცა ვწერდი, არ მქონდა პრეტენზია, რომ ეს საყოველთაო გამხდარიყო.

 

სხვათაშორის, როცა თავისუფალი ლექსი მოსწონდათ, ჩემთვის გაკვირვებას ეს უფრო იწვევდა, რადგან ასეთი ლექსით მაშინ თავს ვერ მოიწონებდი. შენ იყავი ვიღაცა, რომელიც წერდა ისე, როგორც არ წერდნენ ისინი, ვინც იყვნენ ლიტერატორები, მწერლები. არასოდეს მქონია გრძნობა, რომ ამ პოეტზე მეტი ვარ, ან ნაკლები ვარ. სულაც არ მგონია, რომ ვინმე ჩემზე მაგარია, მაგრამ სხვასთან შეჯიბრი არ მქონია. აი, იმ პოეტს ვჯობივარ-მეთქი, არასოდეს მითქვამს. ვირგილიუსზე ან საიათნოვაზე როდესაც ვლაპარაკობ, მათ თავს არ ვადარებ, იმიტომ, რომ მე ისინი მიყვარს", - ამბობს ბესიკ ხარანაული.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი