logo_geo
ბესიკ ხარანაული: უსივრცო პოეტს სამყაროს საყრდენი შეუძლია ამოხსნას...
- +

31 დეკემბერი. 2016. 15:51


 

 

ამბა ბესარიონი" გამდგარია, სივრცის მიღმაა. პოეტისთვის სივრცე არ შეიძლება, არ უნდა შემოსაზღვრო", - ამბობს პოეტი ბესიკ ხარანაული თავისი წიგნის „ამბა ბესარიონის" შესახებ. წიგნის პერსონაჟის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ის გამდგარია და სივრცის მიღმაა. პოეტისთვის კი სივრცე არ შეიძლება და არ უნდა შემოსაზღვრო.


კი, იყვნენ ამ წიგნის პერსონაჟის მსგავსი ადამიანები, გახეული პალტოთი, წელზე თოკგამობმულები, სიცივისგან თავი რომ დაეცვათ. მე ძალიან მინდა ისეთი პალტო მქონდეს, როგორიც ამბა ბესარიონს" აცვია ამ ლექსში, თავისი ფერით, ამოკერილებით, მატერიით, წელზე საბელი მერტყას, ხელში ჯოხი მეკავოს.

 

მომწონს თავისუფალი ფორმები, ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც. ბოლოს დაწერილ წიგნში ჯორაკა", პატარა ჯორი, მყავს პერსონაჟი. პატარაა ტანით, ხბოსხელა, მაგრამ ჯორი ჯიუტი ცხოველია. იქ ვწერ, ესენი, საწყლები მთელი ცხოვრება სექსუალურ მომწიფებას ელოდებიან-მეთქი...

 

ამბა ბესარიონი" გამდგარია, სივრცის მიღმაა. პოეტისთვის სივრცე არ შეიძლება, არ უნდა შემოსაზღვრო. უსივრცო პოეტს სამყაროს საყრდენი შეუძლია ამოხსნას. ის, რასაც ასობით სატელევიზიო გადაცემა ეძღვნება ყოველდღიურად. საბედნიეროდ, ჯერ არ დამტკიცებულა არაფერი. თუმცა, არიან პატივსაცემი ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ესა და ეს მოვლენა ასეა და მხოლოდ ასეა. ისინიც სიყვარულს იმსახურებენ, ეს კარგია, ადამიანის განწირულება ჩანს, როცა ამბობს: „ეს ასეა!" მომავალზე ფიქრობს ადამიანი, ადამიანის გამარჯვება უნდა, რაც ვერ ვნახეთ.

 

თავი და თავი ისაა, რომ ჯერ ჩვენ ადამიანი არ მიგვიღია. არ გავმხდარვართ ადამიანები. ის, რასაც ვხედავთ ჩვენში და გარშემო, მხოლოდ ადამიანის პაროდიებია", - ამბობს ბესიკ ხარანაული.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი