logo_geo
დავით მაღრაძე: დიქტატურა მთავრდება და ზნეობრივი ფასეულობების ეპოქა მოდის
- +

1 იანვარი. 2017. 17:11


 



პოეტი დავით მაღრაძე ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ხვდება. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა სამზადისში დიდად მონაწილეობს არ იღებს, არც ნაძვის ხეს აწყობს. მისი თქმით, უკვე წლებია პატარა ნაძვის ხეს ყიდულობს, რომელსაც აწყობა არ სჭირდება, ანათებს და ციმციმებს.


- ახალ წელს სად ხვდებით?

 

- ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდები.


- საახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?

 

- ვერ ვმონაწილეობ, კულინარიაში არ გამოვირჩევი, თუმცა ღვინის თადარიგს ვიჭერ.


- არც ნაძვის ხის აწყობაში მონაწილეობთ?

 

- ბოლო დროს ნაძვის ხე არ მაქვს, ახლა რაღაცნაირი განათებებია, პატარა ნაძვის ხეები იყიდება, არც აწყობა სჭირდება, ისინი მაქვს, კედელზე ციმციმებს, თან ლამაზია.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

- არა, არაფერი განსაკუთრებული. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, მის დაბადების დღეზე, 1 იანვარს ნათესავები ჩვენთან იკრიბებოდნენ ხოლმე.


- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით, ფიქრობთ, რომ თუ კარგი მეკვლე შემოვა, აცულებლად კარგი წელი იქნება?

- საერთოდ, მეკვლეც კარგი უნდა გყავდეს, მეგობარიც და თავადაც კარგი უნდა იყო. როცა კარგი მეგობრები გყავს, მეკვლეც ბუნებრივია კარგი გეყოლება, ადამიანი კარგ გარემოში რომ ცხოვრობ, კარგი წელი გექნება, რა თქმა უნდა.


- მეკვლეს მოსვლასთან დაკავშირებით, წინასწარ უთანხმდებით?

 

- მეკვლეს არ ვარჩევ, ყველას ვესალმები, ვინც პირველი მოვა, რადგან ამ დროს ყოველთვის სასურველი ადამიანი მოდის.


- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?

 

- ყველა ახალი წელი ერთმანეთზე უკეთესია. ქრისტეს შობიდან ახალი წელი იბადება. ადამიანს ცხოვრებაში ბევრი დღესასწაული აქვს, ბევრი ტკივილიც, თუმცა ახალ წელს ყველა სადღესასწაულო განწყობით ხვდება.


- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?

 

- ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ეპოქა მოდის. დიქტატურა მთავრდება და ზნეობრივი ფასეულებების ეპოქა მოდის, ანუ ევროპული რენესანსის ღირებულებების ეპოქა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ქართული რენესანსის დროინდელ ღირებულებებთან.





 

big_banner
არქივი