logo_geo
ეკა მამალაძე: 31 დეკემბერს როგორ განწყობაზეც ვარ, ისეთი წელი მაქვს
- +

1 იანვარი. 2017. 19:07

 



მომღერალმა ეკა მამალაძემ „ქართულ აზრთან"  საუბარში აღნიშნა, რომ ახალ წელს ოჯახში ხვდება და საახალწლო სამზადისში აქტიურად მონაწილეობს.


- სად ხვდებით ახალ წელს?


- ტრადიციულად ოჯახში.


- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?


- რა თქმა უნდა, წელს ყველაფერს მე ვამზადებ, მით უმეტეს, მთელი ოჯახი ჩემთან იკრიბება, ასე რომ, ტრადიციული სუფრა აუცილებელია.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?


- განასკუთრებული არა, უბრალოდ, ოჯახის ყველა წევრი ვიკრიბებით ერთად.


- მეკვლის ტრადიცია თუ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?


- არა, მეკვლის ტრადიცია არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ შარშან კარის მეზობელი იყო მეკვლე და დიდი ალბათობით, წელსაც იგივე მეკვლე იქნება, თუმცა, ასე მგონია, რომ როგორც ახალ წელს შევხვდები, როგორ ხასიათზეც ვიქნები, მთელი წელი ისეთი იქნება.

 

- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?


- ალბათ, როდესაც ჩემი შვილი, ნატალი 12 წლის იყო და ახალ წელს 12 საათზე შევხვდით სცენაზე, მე, ნატალიკო და ნანი.

 


- რას უსურვებდით ქვეყანას და მოქალაქეებს?


- უკეთ ყოფნას, რა თქმა უნდა. დასტაბილურდეს ის მდგომარეობა, რაც ახლააა. არ მინდა, ქვეყანაში გაჭირვებულ ხალხს ვხედავდეთ. ჩვენ მხიარული ერი ვართ, ბუნებაში ეს გვაქვს, ამიტომ, აუცილებელია, შინაგანად ვიყოთ კარგად, რომ არაფერი მოგვერიოს.



 

big_banner
არქივი