logo_geo
ზაზა ხუციშვილი: ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მშვიდობას ვუსურვებ
- +

1 იანვარი. 2017. 20:11




საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი გავრცელებულ ინიციატივას შეუერთდა და საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე შეიძინა, რომელსაც შემდეგ თბილისის რომელიმე უბანში დარგავს. „ქართულ აზრს" ის საახალწლო სამზადისის შესახებაც ესაუბრა.


„როგორც წესი, ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, შემდეგ იქ გავდივარ, სადაც „ვაკის პარკი" უკრავს. ვხვდებით ჩვეულებრივ, როგორც ქართული ტრადიციული ოჯახი, ვუსმენთ მილოცვებს და მრავალჟამიერს. რაც შეეხება მეკვლის ტრადიციას, ადრე ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა ახლა აღარ. სამზადისში დიდად მონაწილეობას ვერ ვიღებ, კერძებს ჩემი მეუღლე ამზადებს, ნაძვის ხეს კი ქალიშვილი და მეუღლე რთავენ, წელს ინიციატივას შევუერთდით და ცოცხალი ნაძვის ხე შევიძინეთ, რომელსაც თბილისში ლამაზ ადგილას დავრგავთ", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ყველაზე დასამახსოვრებელი წელი მაშინ იყო, როდესაც დაოჯახდა.


„ერთ ახალ წელს მე და ჩემი მომავალი მეუღლე ცალ-ცალკე შევხვდით, გუდაურში გვქონდა კონცერტი. აი, ის განშორება, რომელიც ახალ წელს გვქონდა, იმ წელს ქორწილით დავასრულეთ.

 

ახალ 2017 წელს, ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მშვიდობას ვუსურვებ, რადგან საქართველოს გარშემო მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. მარტივი წელი, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ, შედეგს აუცილებლად მოიტანს", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.





 

big_banner
არქივი