logo_geo
ირაკლი გოგავა: გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ სიყვარულს და იღბალს, სხვა ყველაფერის ყიდვა შეგვიძლია
- +

2 იანვარი. 2017. 15:57


 

 


„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა საახალწლო სამზადიში ყოველთვის მონაწილეობს. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, მეკვლის კეთილი ფეხის არ სჯერა,  თუმცა ტრადიციას იცავს.


- სად ხვდებით ახალ წელს?


- ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდებით, ხოლო 1 იანვარს ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავთ მეგობრები.


- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებ მონაწილეობას?


- კი, ყოველთვის ვმონაწილეობ, კარგად ვერკვევი კულინარიაში და საცივს თავად ვამზადებ, თუმცა, ნაძვის ხის მორთვაში არ ვერთვები.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?


- განსაკუთრებული არა, ალბათ ისე, როგორც ყველგან, წინასაახალწლოდ ვამზადებთ კერძებს და ვიძენთ საჩუქრებს ბავშვისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის.


- მეკვლის ტრადიცია თუ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?


- არა მგონია, მეკვლეზე რამე იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაინც ვიცავთ. უმეტესად, ჩემი და არის ხოლმე მეკვლე.


- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?

 

-1992-93 წლები მახსოვს, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ყველაზე დამთრგუნავი ახალი წლები იყო.

 

- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?


- ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბევრ სიყვარულს და იღბალს, სხვა ყველაფერის ყიდვა შეგვიძლია.





 

big_banner
არქივი