logo_geo
როგორები არიან მამლის წელს დაბადებულნი?
- +

2 იანვარი. 2017. 18:09


 

 

მამლის წელს დაბადებული ადამიანები ზოგჯერ ექსცენტრულნი არიან და მიუხედავად იმისა, რომ გაბედული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ბუნებით მოკრძალებულნი არიან.


მამლის წელს დაბადებული ადამიანები ღრმად მოაზროვნენი და ნიჭიერი პიროვნებები არიან. ისინი ცდილობენ, ისეთი ვალდებულებებიც კი შეასრულონ, რომლებიც მათ შესაძლებლობეაღემატება და წარუმატებლობას ძალიან განიცდიან.

 

მამლის წელს დაბადებულები, ზოგჯერ ექსცენტრულნი არიან, ძნელად ამყარებენ კონტაქტს და საკუთარ სიმართლეში მუდამ დარწმუნებულნი არიან. ამ წელიწადში დაბადებულთა შორის ხშირად შეხვდებით მარტოხელებს და გულჩათხრობილებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ  ისინი გაბედული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ბუნებით მოკრძალებულნი არიან. გეგმებს, რომლებსაც მამლის წელს დაბადებულნი აწყობენ, რეალიზაცია არ უწერია.

 

ამ წელს დაბადებულებს განწყობის მკვეთრი და უეცარი ცვლილება ახასიათებთ. მათ შეუძლიათ იყვნენ ეგოისტურნი, მაგრამ ზედმეტად გულმართალნი.

 

მამლის წელს დაბადებულ ადამიანებს იდეალურად შეეფერებიან ხარის, გველის და დრაკონის წელში დაბადებულები, რასაც ვერ ვიტყვით ვეფხვის, ცხენის, მაიმუნის, ცხვრის და ტახის წელს დაბადებულებზე.



წყარო: http://www.angel.ge/

 

 

 

 

 

big_banner
არქივი