logo_geo
ქეთი დოლიძე: ქართველებს მადლიერების გრძნობას ვუსურვებ
- +

2 იანვარი. 2017. 23:20



რეჟისორი ქეთი დოლიძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან ერთად აღნიშნავს. „ქართულ აზრთან" საუბრისას მსახიობმა გამორჩეული ახალი წელიც გაიხსენა და მოსახლეობას 2017 წლის დადგომა მიულოცა.


- სად ხვდებით ახალ წელს?


- ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებით, შემდეგ ბავშვები გადიან, თუმცა მე არასდროს.


- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?


- ნაძვის ხეს ყოველთვის მე ვრთავ, ახლა უკვე ჩემს შვილიშვილთან ერთად. მიუხედავად ჩემი ასაკისა, ნაძვის ხის აწყობა რიტუალივითაა.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?


- არა, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ყოველთვის ჩემი შვილი და შვილიშვილი არიან მეკვლეები, ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი ხვდება ახალ წელს ჩემთან.

 

- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?


- 2000 წლის დადგომა მახსოვს განსაკუთრებულად, მაინც ახალ საუკუნეს შევხვდით.

 

- რას უსურვებდით ქვეყანას და ხალხს?


- ვუსურვებ ბევრ სიკეთეს, ჯანმრთელობას და რაც მთავარია, მადლიერების გრძნობას, რომელიც ნელ-ნელა იკარგება. ყოველ დღე ღმერთს მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვითენდება. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნეგატივია ხალხში და უნდა ვეცადოთ  პოზიტივის შენარჩუნებას. 


 

big_banner
არქივი