logo_geo
ჯაბა კილაძე: საახალწლო სამზადიში მორალურად ვმონაწილეობ
- +

3 იანვარი. 2017. 00:02



მსახიობი ჯაბა კილაძე საახალწლო სამზადისში აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებს. როგორც მან „ქართულ აზრთან" აღნიშნა, მეკვლის ტრადიციას პატივს სცემს, თუმცა თვლის, რომ ყველაფერი თავად ადამიანებზეა დამოკიდებული.

 

- სად ხვდებით ახალ წელს?


- უმეტესად სახლში და შემდეგ გავდივარ ხოლმე. წელს, სავარაუდოდ, წამყვანი ვიქნები, ასე რომ, ახალ წელს სცენაზე შევხვდები.

 

- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?


- მორალურად კი, მაგრამ ისე ვერა. ახლა, 30 დეკემბერს სპექტაკლი მაქვს და როგორ მოვახერხებ.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?


- არა, განსაკუთრებული არაფერი.


- თქვენთვის მნიშვნელოვანი თუ არის მეკვლის ტრადიცია?


- მეკვლის სიმბოლურ დატვირთვას პატივს ვცემ, საყვარელი ტრადიციაა, მაგრამ, მგონია, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ვიდრე მეკვლის კეთილ ფეხზე.

 

- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?

 

- ყველა ახალ წელს თავისი პლუსი და მინუსი აქვს, ჩემთვის ყველა ახალი წელი სასიხარულოა, რადგან, ვხვდები, რომ ჩემი შვილი იზრდება.

 

- რას უსურვებდით ქვეყანას და მოქალაქეებს?


- ქვეყნისთვის მინდა, თუ რამე მინდა, რადგან თუ ქვეყანა კარგად იქნება, ყველანი კარგად ვიქნებით. პირველ რიგში, მინდა, სწორად განავითარონ 2017 წელი იმ ადამიანებმა, ვინც სათავეში არიან. ვისურვებდი, ამ ადამიანებმა ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანას მიხედონ.



 

big_banner
არქივი