ავტორი შორენა ღვაჩლიანი
ყველასთვის საყვარელ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანისთვის ყოველი ახალი წელი განსაკუთრებულია. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის ეს დღესასწაული, მეუღლის დაბადების დღის გამო, ორმაგად სასიხარულოა. საქართველოს კი, პირველ რიგში, გამთლიანებას უსურვებს.
- ბატონო ჯანსუღ, სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
- ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები. ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და ახლობლები ერთად ვიკრიბებით.
- რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?
- ყველა ახალი წელი გამორჩეულია. მის მოსვლას ყოველთვის განსაკუთრებით ველოდები, რადგან რაღაც სიახლე მოდის. ამასთანავე, ჩემი მეუღლის დაბადების დღეც არის.
- რას უსურვებთ საქართველოს?
- საქართველო ვერ გამთლიანდება, თუ ჩვენ არ გავმთლიანდით. პირველ რიგში, ქართველები უნდა გავერთიანდეთ და მერე შეიძლება საქართველოც გამთლიანდეს. ამაზე უკეთესს ჩემს საქართველოს ვერაფერს ვუსურვებ.