logo_geo
როგორი იქნება 2017 წელი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის?
- +

31 დეკემბერი. 2016. 20:48



კირჩხიბები, 2017 წელს საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ლომი რომელიმე ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანის ცხოვრებაში გამოჩნდა, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. რა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები გააჩნია თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს და რას უნდა ელოდოს ყოველი მათგანი ახალი 2017 წლისგან? - ამის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ სტატიიდან გაიგოთ.  


ვერძი - უძლიერესი მეტოქე


მიუხედავად იმისა, რომ ვერძები ტემპერამენტიანები არიან და ვნებიანი კოცნა იციან, მათ უნდა უფრთხილდეთ. ხშირად ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები თავხედებიც არიან და სწორედ ეს ეხმარებათ მათ მაღალი მწვერვალების დაპყრობაში. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, რა სურთ, ცხოვრებისგან მიღონ. 


კურო - აღწევს ნებისმიერ მიზანს


ხანმოკლე რომანები კუროს სტილი არ არის, მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობებს სჯერდება. მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მიზნების მიღწევა და ამის მოსაპოვებლად შეუძლებელიც არაფერია. მისი პარტნიორი ყოველთვის კმაყოფილია.  


ტყუპი - ორმაგად იღბლიანები


ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყველაზე ღირსეული ადამიანები არიან. მათ ფანტაზიასა და იდეებს საზღვარი არ აქვთ, თუმცა ზოგჯერ უსარგებლო რჩევების მიცემაც კი იციან. ისინი გასაჭირსა და რთულ სიტუაციაში არასდროს მიგატოვებთ.


კირჩხიბი - აღიარებული


ეს ყველაზე თბილი ზოდიაქოს ნიშანია. კირჩხიბები ქარიზმატულები და ძალიან ნიჭიერები არიან და გარდა ამისა, ხანგრძლივი და ღრმა სიყვარული შეუძლიათ. მისი გულის მოგების შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ, რადგან მის გულსა და ფიქრებში თქვენ სამუდამოდ დარჩებით.


ლომი - სამყაროს მეფე


ლომები სასურველს სხვებზე გაცილებით მარტივად აღწევენ. ისინი სიბრძნით გამოირჩევიან და გარდა ამისა, ძლიერები და ვნებიანები არიან. თქვენს ცხოვრებაში თუ ლომი გამოჩნდა, არავის დაუთმოთ, რადგან ის თითოეულ დღეს განსაკუთრებულ დღესასწაულად გიქცევთ.


ქალწული - ერთგული და ვნებიანი


ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები შრომისმოყვარენი და მზრუნველნი არიან. მათ გააჩნიათ მოსმენის კულტურა, საჭირო შემთხვევაში კი ყოველთვის გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას. ისინი ტყუილს არავის არასდროს პატიობენ. იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ ქალწულს იპოვნით, არსად გაუშვათ.


სასწორი - ბალანსირებული და ბედნიერი


სასწორების დავიწყება შეუძლებელია. ისინი მუდამ საკუთარ ოცნებებსა და ფანტაზიებში ცხოვრობენ და საკუთარი სამყარო აქვთ. ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან ოპტიმისტები არიან.


მორიელი - მაგნიტი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


მორიელს შეუძლებლის გაკეთება შეუძლია. მათი იუმორის გრძნობა მომნუსხველია, სექსუალურობა კი დაგიმონებთ. უყვართ ბევრი ფული. ხანგრძლივი ურთიერთობები ურჩევნიათ, თუმცა, არც მსუბუქ ფლირტზე ამბობენ უარს.


მშვილდოსანი - საიმედო მარტოხელა


საიმედო და ერთგულია. ვნებიანი საყვარელი და სექსუალური მარტოხელაა. შესანიშნავი მშობლები არიან, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობაში საკმაოდ რთულები არიან. სასწაულების სჯერათ, თუმცა ცხოვრებისეულ საკითხებს რეალისტურად უდგებიან. მათ შეუძლიათ მზრუნველობა, ამიტომ ეს ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან არ უნდა გაუშვათ.


თხის რქა - ვნებიანი მეამბოხე


თავს არასდროს შეიწუხებენ და მონახავენ ვინმეს, ვინც მათ ნაცვლად გაირჯება. ჭკვიანები და თავხედები არიან. არავის ვურჩევთ, მტრად გაიხადონ, რადგან მათი გეგმები ყოველთვის გენიალურია. გარდა ამისა, შესანიშნავი მოსაუბრეები არიან და კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან.


მერწყული - ნატიფი საყვარელი


სანდო და შრომისმოყვარენი არიან. იციან საკუთარი თავის ფასი. შეგიძლიათ, ყველაზე ცუდი საიდუმლოც კი გაუმხილოთ. სექსში ნამდვილი დომინანტები არიან, რადგან კარგად იციან, რა სურთ. ბრძოლაში ყოველთვის ერთვებიან. იბრძვიან სამართლიანობისა და ღირსებისთვის.  


თევზები - იდეალური პარტნიორი


ახლობელი ადამიანისთვის სულს გაიღებს, თუმცა უცნობთან დიდ სიფრთხილეს იჩენს და ყოველთვის ფხიზლადაა. ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ზოდიაქოს ნიშანია. მათთან კამათი არ ღირს, რადგან უმეტს შემთხვევაში მართლები არიან, ინტუიცია არასდროს ღალატობთ. რთულია მათი არშემჩნევა, რადგან შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ და ყოველთვის მოვლილად გამოიყურებიან. ისინი ნებისმიერი ფილმის მთავარი გმირები არიან. 


 

წყარო: http://moambee.blogspot.com/

 

 

 

big_banner
არქივი