logo_geo
როგორ უნდა გადაიხადოთ მგზავრობის საფასური 2017 წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში?
- +

3 იანვარი. 2017. 14:18




2017 წლიდან, საზოგადოებრივ ტრასპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ავრცელებს.

 

„გადახდის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს და მეტროს, ავტობუსს, საბაგიროს და სამარშუტო ტაქსებს მოიცავს, გვინდა უფრო თანამედროვე და მოსახერხებელი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სატრანსპორტო საშუალებებში საფასურის გადახდა აბსოლუტურად ყველა ბანკის ბარათით იყოს შესაძლებელი. ამას გარდა, ახალი სისტემა ბევრად უფრო ბევრი ფუნქციის მატარებელი იქნება, რომელიც მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებულ სრულ სურათს შექმნის, რაც ძალიან ღირებული ინფორმაციაა. ამასთან, უცხოელ ვიზიტორებს მგზავრობის საფასურის გადახდა სხვა ქვეყნის ბანკის ბარათებითაც შეეძლებათ", - აცხადებს ლექვინაძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი