logo_geo
როგორ უყურებს მეკვლეობას ან „ბედობის დღეს“ ეკლესია
- +

4 იანვარი. 2017. 00:51


 


ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მამა ზაქარია (მარგალიტაძე) ჟურნალ „კარიბჭესთან" ინტერვიუში მეკვლესა და „ბედობის დღესთან" დაკავშირებით ეკლესიის დამოკიდებულებაზე საუბრობს.

 

„წინასაახალწლო დღეებში ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო და სხვასაც აფრთხილებდა, რა განწყობილებითაც შეხვდები ამ წელს და ამ დღეს, მთელი წელი ისეთი იქნებაო. რასაკვირველია, ამ დღეებს მისტიკა გააჩნდა, მაგრამ არა მართლმადიდებლური. ეკლესიის სწავლებით, არც ერთ დღეს არ აქვს მაგიური მნიშვნელობა, ძალა - იმოქმედოს და განსაზღვროს ადამიანის მომავალი. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ უფლის წინაშე ყველა დღე ერთია, ყველა მნიშვნელოვანია. თავისთავად, დღეს ადამიანის, მისი მონაწილეობის, მისი ზნეობრიობის გარეშე არაფრის შეცვლა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ეკლესია ამ დღეებს არასდროს ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამას აკეთებდა საზოგადოება, რომელიც დაშორებული იყო ეკლესიურ სწავლებას, მადლისმიერ ზემოქმედებას. ვფიქრობ, ესეც წარმართობიდან მოდის.

 

სახარება გვასწავლის - ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოს შენ - მოიპოვე სულიერება, წარემატე ღვთისკენ და ყველაფერი მოგეცემა. ეს ღირებულებების აბსოლუტურად სხვა სისტემაა, სხვა მიმართულებაა. როცა ვინმეს სურს, სჯეროდეს ბედობის დღეების, ქვების ზემოქმედების, ასტროლოგიის და თან ამბობს, ქრისტიანი ვარო, წარმოუდგენელი მკრეხელობაა", - ამბობს მამა ზაქარია. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი