logo_geo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი
- +

4 იანვარი. 2017. 12:19



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს:


„თქვენო უწმინდესობავ,

 

გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

 

ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის.

 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.




 

big_banner
არქივი