logo_geo
15 ივნისის მონაცემებით, 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 74.48%-მა ტექდათვალიერება გაიარა
- +

18 ივნისი. 2018. 16:09

 

 

„15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, რომლის 74.48% ანუ 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 23,43% ანუ 8 142 კი დახარვეზებული“, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ მიაწოდა.

 

ასოციაციის ინფორმაციით, განმეორებითი ინსპექტირება 5 696-მა (69,95%) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც განმეორებით დახარვეზებული 234 (4,108%) მათგანი აღმოჩნდა. განმეორებით ინსპექტირებაგავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან კი 722 (2.078%) მათგანის გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

 

როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია იუწყება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობის დახარვეზება სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის ინსპექტირების დროს მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი