logo_geo
სოლიდარობის ფონდი: ანასტასია ზაალიშვილს თურქეთის კლინიკიდან დღეს გადმოასვენებენ
- +

5 იანვარი. 2017. 14:51





„თურქეთის კლინიკა „მედიკალ პარკი"- დან ამ დროისთვის მიღებული ინფორმაციით ანასტასია ზაალიშვილის გადმოსვენება მოხდება დღეს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში", - ამის შესახებ ინფორმაციას „სოლიდარობის ფონდი" ავრცელებს.   


„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანასტასია ზაალიშვილის როგორც მკურნალობის, ასევე ტრანსპორტირებისა და გადმოსვენების ხარჯები სრულად იფარება სოლიდარობის ფონდის მიერ, იმ თანხების ფარგლებში რომელიც სოლიდარობის ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს კომისიური განხილვით იქნა დამტკიცებული. ოჯახს არ უწევს არცერთი დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით.

 

„სოლიდარობის ფონდისა" და თითოეული ფონდის მხარდამჭერის სახელით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის მძიმე დანაკლისია", - ნათქვამია „სოლიდარობის ფონდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

big_banner
არქივი