logo_geo
ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დაბა ურეკში 130 ბავშვზე გათვლილი ბაღი ააშენა
- +

6 სექტემბერი. 2018. 16:40

 

ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა.

 

დაბა ურეკში, „ქართუს“ დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების, 130 ბავშვზე გათვლილი შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით.

 

„ფონდ ქართუს“ დაკვეთით ურეკის ბაღის მშენებლობა ასოციაცია „ატუმ“ შეასრულა. ფონდის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება დაბა ურეკში არასაკმარისი ფართის მქონე ბაღის არსებობის გამო მიიღო.

 

„განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

 

საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი