logo_geo
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 დაავადება
- +

7 სექტემბერი. 2018. 22:57

 

 

2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებიდან ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებით ავადდება, რომელთა რაოდენობაც 405 641-ია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" საქსტატიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

 

მეორე ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 2017 წელს ჰიპერტენზიული ავადმყოფობების 376 219 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დაავადებების 10-ული კი, რომლითაც საქართველოში ყველაზე ხშირად ავადდებიან, ასეთია:

 

სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები - 405 641 შემთხვევა;

ჰიპერტენზია - 376 219 შემთხვევა;

პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები - 282 518 შემთხვევა;

შაქრიანი დიაბეტი - 112 299 შემთხვევა;

ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები - 109 265 შემთხვევა,

დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა;

კატარაქტა - 57 707 შემთხვევა;

პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 49 923 შემთხვევა;

დერმატიტი და ეგზემა - 45 952 შემთხვევა;

შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა.

რაც შეეხება უფრო მძიმე დაავადებებს, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების (ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ჩათვლით) 8 ათასზე მეტი და ანემიების 28 555 დაავადებაა რეგისტრირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი