logo_geo
სექტემბრიდან დაბალ კლასებში ნიშნები უქმდება, გაკვეთილების დრო კი შემცირდება
- +

8 სექტემბერი. 2018. 03:05

 

 

განათლების სისტემა სექტემბრიდან ბევრ სიახლეს ნერგავს. 17 სექტემბრიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ელით ახალი სახელმძღვანელოები, ორი უცხო ენის შეთავაზება, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და ცვლილებები გაკვეთილების ხანგრძლივობაში.

 

დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე 45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი