logo_geo
12 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
- +

8 სექტემბერი. 2018. 11:39

 

12 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით ძირითადად მოსალოდნელია საღამოსა და ღამის საათებში, მათ შორის თბილისშიც. დღისით კი მზიანი ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვაც.

 

12 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 26–31 გრადუსი, თბილისში – 28–30 გრადუსი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი