logo_geo
პროფესიული განათლების მსურველები ბიოპროდუქციის წარმოებას შეისწავლიან
- +

9 სექტემბერი. 2018. 02:15

 

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ბიოპროდუქციის მწარმოებელთა ქვეყნების რიცხვს მალე საქართველოც შეუერთდება.

 

ცენტრის ინფორმაციით, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლება მიმდინარე წლიდან დაინტერესებულ მხარეებს ბიომეურნეობის დაგეგმვა, მართვის და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების სწავლებას სთავაზობს.

 

ცენტრის განცხადებით, ბიოპროდუქტი უვნებელი პროდუქტია, რომელსაც გავლილი აქვს სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მკაცრი კონტროლი და რომლის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია ხდება მხოლოდ სპეციალური მოთხოვნების დაცვით.

 

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე მსოფლიოში ბიოპროდუქციის ძირითადი მწარმოებელ ქვეყნებს შორის ლიდერობს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი.

 

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რამდენიმე წელია საქმიანობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორისა ბიოპრეპარატების მწარმოებელი საწარმოები. სფეროს არეგულირებს შესაბამისი კანონმდებლობა - 2013 წლის მთავრობის N198 დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 1აგვისტოდან. შემუშავებულია ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების და გასაღების სტანდარტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში შექმნილია ბიოაგროწარმოების სამსახური.

 

„2017-2018 წლებში შემუშავებული და ამჯერად უკვე დამტკიცებული „ბიომეურნეობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი კომპეტენტური კადრების მომზადების საფუძველია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაცვით შეძლებს ბიოპრუდუქტის წარმოებას.

 

სწავლება წარიმართება დაახლოებით ორი-სამი წლის განმავლობაში და ძირითადად დაეფუძნება პრაქტიკულ მეთოდს. ბიომეურნეობის სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა, არსებული პოტენციალი, რესურსების რაციონალური გამოყენება და სფეროში კომპეტენტური კადრის აღზრდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა საქართველომ თანამედროვე მსოფლიოს ბიოპროდუქციის მწარმოებელ ქვეყნებს შორის დაიკავოს ღირსეული ადგილი“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი