logo_geo
ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ამბავი – რატომ დაწვა კონვერტი ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა?
- +

25 სექტემბერი. 2018. 00:44

 

ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ გადაცემა „ფარულ კონვერტში” სტუმრობისას დაწვა კონვერტი, რომელშიც იმ გავლენიანი რუსი პოლიტიკოსის გვარი და სახელი იყო დაწერილი, ვისაც პლატიკური ოპერაცია ჩაუტარა და რომელმაც მასზე თავდამსხმელი ორი ახალგაზრდა საკუთარი ხელით მოკლა.

 

ისტორია კი ასე დაიწყო.

 

„იყო ერთი რუსი პოლიტიკოსი, მე დამირეკეს მასაჟს ვიკეთებდი, მითხრეს რომ 15 წუთში უნდა იყო ეზოშიო. კი ბატონო მეთქი, არც უთქვამთ ვინ იყვნენ. ჩავედი, წამიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ეს პაციენტი წევს. ვიგებ, რომ მას დანით მიაყენეს ჭრილობა ყურში, გადაუჭრეს სახის ნერვი. სახეზე მაშინვე ვიცანი ვინც იყო.

 

რა შეემთხვა მას, ის ცხოვრობდა ქალაქგარეთ და ჩამობნელებული იყო, აღებდა ავტოფარეხის კარს, რომ მანქანა შეეყვანა, ელიტარული მანქანა ჰყავდა. ვიღაც ორი ბიჭი, რომლებიც ალბათ სულელები იყვნენ და არ იცოდნენ ვინ იყო ეს ადამიანი, ჩაძვრნენ მანქანაში, რაღაც მომენტი იყო, რომ ალბათ დაცვა არ ჰყავდა ამ ადამიანს. იარაღით დაემუქრნენ, მერე მიაყენეს ჭრილობა ყურის მიდამოში და ეს არის ყბის უკანა არტერია, საიდანაც სისხლი ფანტანივით წამოვიდა, იფიქრეს, რომ აუცილებლად მოკვდებოდა, ჩააგდეს იქვე თხრილში და მისი მანქანა წაიყვანეს.

 

 ოპერაცია ჩავატარე, რომელიც ძალიან რთული იყო და ყველაფერი კარგად დამთავრდა. გადის ერთი თვე და ეს ადამიანი მოდის ჩემთან, რომ ვნახო მდგომარეობა, ვეკითხები, როგორც ბრძანდებით? მპასუხობს ძალიან კარგად, ვეკითხები, კარგად იმიტომ, რომ ნერვი აღდგა თქო და მარტო მაგიტომ არაო. მე უფლება მომცეს ეს ორივე თავდამსხმელი ბიჭი ჩემი ხელით მომეკლაო”– გაიხსენა ციცინო შურღაიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი